ტურები

ტური რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში | 2 დღე

ტურისტული კომპანია „KOLKHA TOUR" გთავაზობთ ორ დღიანი ტურს რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, ღამისთევით მთის სახლის ჰამაკებში, კარვებში და ოთახებში.


ინფორმაცია ტურის შესახებ:
დღე პირველი:
გასვლა: დილის 9 საათზე, ლეჩხუმის მიმართულებით, წყალტუბოს გავლით,

 

  • ბარდნალა და ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი,
  • ცხენისწყლის ხეობა და "სვანეთის ცენტრი" (დასასვენებელი ადგილი უგემრიელეს წყაროებთან, რომელიც მდებარეობს ქუთაისი-ლენტეხის სამანქანო გზის შუა მონაკვეთში)
  • სვანური ციხე-კოშკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი ლენტეხში.
  • ნამდვილი სვანური კუბდარის დაგემოვნების შესაძლებლობა.
  • მჟავე წყალი ლენტეხში (წყლის აღების მსურველებს ვურჩევთ თან იქონიონ შესაბამისი ჭურჭელი).
  • მურის ციხე და მწვანე თეატრის ულამაზესი სანახები.
  • მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი.
  • სტუმრად თევზსაჭერ საკალმახეში, ცაგერში
  • სტუმრად და ღამის გასათევად მთის სახლში. სოფ. ლასურიაშში.
  • ძველი მარანი, პურის ცხობა თონეში (შესაძლებელია მონაწილეობის მიღება).
  • კალმახის მომზადება და გემრიელი ვახშამი ბუნებაში.
  • ძველებურ საწოლებზე ხის კედლიან ოთახებში, ჰამაკებში, ვერანდაზე ან კარვებში მოსვენება და ენერგიის განახლება მეორე დღისთვის.

Achi GegenavaIMG 0445
Achi GegenavaIMG 0445

დღე მეორე:

  • მზადება ჩიტების ჭიკჭიკში და მთის დილის სუფთა ჰაერის გარემოცვაში, მსუბუქი საუზმისთვის.
  • მთის სახლიდან გასვლა დილის 10 საათზე, რაჭის მიმართულებით.
  • ორბელის უმშვენიერესი უღელტეხილის გადავლა და ფოტოსესია.
  • ორბელის და ლეშკაშის ციხეების გავლით სტუმრობა უმშვენიერეს ლაჯანურ-ჰესზე.
  • მდ. ლაჯანურის კანიონები და ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მონახულება.
  • სურვილის შემთხვევაში - ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია, ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია.
  • პიკნიკი და ბანაობა შაორის ტბის სანაპიროზე (წამოიღეთ საცურაო კოსტიუმები).
  • ნაქერალას უღელტეხილის გავლით დაბრუნება ქუთაისში.

შენიშვნა:
სასურველია, იქონიოთ: საცურაო კოსტიუმები, მსუბუქი მოსაცმელი (თუმცა ადგილზე დაგხვდებათ თბილი პლედები).
ტურის ღირებულებაში შედის:

  • გამყოლი
  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • ღამისთევა

 

მსგავსი თემები

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართ: საქართველო, ქუთაისი, 4600, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი (ყოფილი წულუკიძის, საბაგირო სადგურის II სართული)
ელ_ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ტელ: +995 431 25 11 99
მობ: +995 597 577 000
+995 593 902 683
პოლონეთი:
მობ: +48 601 619 186 (აგნეჟკა);
        +48 729 534 693 (ლაშა)

შემოგვიერთდით

twinter rss

სიახლეების გამოწერა